ამონარიდები დავით კასრაძის რომანიდან – „კეთრი”
„რწმენის ქადაგებით, სულის განსპეტაკებით, ბეთჰოვენის სიმფონიებით, რაფაელის გენიალური ფერადებით, – აი რითი შეიძლება კაცობრიობის ხსნა და არა იარაღით, რომელიც ადამიანის გულს აღიზიანებს, აველურებს და აწყურებს სისხლს სისხლისათვის, კვლას კვლისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა არის ომი? ვინ განმიმარტავს ამ უდიდესი სიგიჟის ცნებას? ფსიქოზი ულტრარეგვენობისა, რომელიც კაცობრიობას ეწვევა ყოველ საუკუნეობით, როგორც სახადი, როგორც ქოლერა, ჟამი; მაგრამ უფრო საშინელი სახით, უფრო მკაცრი შედეგებით, ვიდრე რომელიმე ავადმყოფობაა! ჰომეროსის გმირების ბრძოლა ილიონის წინ, ჰანიბალი, ალექსანდრე მაკედონელი, ჯვაროსნები, ვატერლოო, შამქორი, ასპინძა… ვინ იცის, რამდენი დაუღუპავს ისეთნი, რომელნიც კაცობრიობის წინმსვლელობისათვის ისეთსავე აუცილებლობას წარმოადგენდნენ, როგორიცაა ევკლიდე, გალილეი, ნიუტონი, ბათჰოვენი, გოეთე, რუსთაველი…”
* * *
„საოცარია, საოცარი! მესმის ადამიანი დეფექტური დაიბადოს, მაგრამ მილიონიანი ხალხი რომ ვიღაცამ თითის დაქნევით ტვინით დაამდაბლოს, ეს კი ვერ გამიგია!”
* * *
„ – ვისაც რწმენა აქვს, ის სუსტი არ იქნება”.
* * *
„ჩვენი მოვალეობაა ბარბაროსობას ვებრძოლოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული არა მარტო ტკბობას მოითხოვს, არამედ უმაღლესი გრძნობის დიად გვირგვინსაც – შვილს!”
* * *
„ქარის მოტანილი ქარს მიჰქონდა”.
* * *
„პირველი სიყვარული სიკვდილზე უძლიერესია, მისი დამარხვა არ შეიძლება, იგი ერთხელაც იქნება იელვებს და მეხს გადმოაფრქვევს…”
* * *
„ხანდახან კარგია რისკი, როდესაც საკითხი სიყვარულს შეეხება”.
* * *
„საცა ქალია, იქვეა შური, იქვეა მტრობა! ქალი, აი უდიდესი ბრძოლის მიზეზი! ქალი, აი ის აფრიალებული დროშა, როცა ბუკ-ნაღარას გააქვს განგაში”. – (ავტორი გენია.ჯი)