ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”

„ნოეზე დიდი მოღალატე კაცობრიობას არ ახსოვს. იუდა ვინ მიგდია. ნოემ ადამის მოდგმა გაწირა. იმის მაგივრად, რომ გაეფრთხილებინა, არიქა, ვისაც როგორ შეგიძლიათ გადაირჩინეთ თავიო, იჯდა და კიდობანს აკოწიწებდა. ვინ იცის, თან ღიღინებდა კიდეც”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვრივის სარკმელს ქვეყანაა მიჩერებული და როგორც კი დაღამდება, ძაღლი და მამაძაღლი ამ სარკმელში ჩამდგარი სინათლისკენ მიძუნძულებს, რადგან მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია. სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული”.

* * *

„სიკვდილი ადვილია, გადარჩენა კი – ძნელი”.

* * *

„ – ყველა სიკვდილი ერთნაირია, მამაო, ყველა ერთნაირად ყარს.

- ცოდვა ყარს და არა სიკვდილი! – ხმას აუწია ზოსიმე მღვდელმა”.

* * *

„არაფერი არ იბადება ბუნებაში უმიზეზოდ და უმომავლოდ, არც პატარა, ტალახისფერი ჩიტი და არც სახედრის ჩლიქზე აკრული ბალახი. ყველაფერი კანონზომიერების ჯადოსნურ წრეში არის მოქცეული და ერთმანეთთან სამუდამოდ დაკავშირებული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე. ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი – ადამიანს. ეს ღვთაებრივი წყვილი ისევე აუცილებელია ადამიანის შესაქმნელად, როგორც ბავშვის გასაჩენად – მშობლები: დედა და მამა, როგორც დედა, ისევე მამაც”.

* * *

„მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო, ამაშია ადამიანის ბუნების მთელი საიდუმლო. ინდოელი რომ მოკლა, ცივ წყალს ვერ დაალევინებ, ჩვენ კი, ცივსა ვართ მიჩვეულნი, კოკა დაორთქლილი უნდა იყოს. ერთი კაცი ყოფილა, თურმე, გველსა, ღრიანკალსა და ფუტკარს ხილივითა ჭამდა. ფუი, დასწყევლოს ღმერთმა! მეორე კი – ცოცხალ კატას; კუდით დაიჭერდა და მადიანად შეექცეოდა; უბრალო ვინმე კი არა, – სულთანი. სახეს მაინც არ აბღოტნიდნენ იმ შეჩვენებულს?! ჩვენებურ კაცს ერთი ციცქნა კატის ხორცი რომ შეაპარო, დედის რძე არ შერჩება. ის უკატოთ ვეღარ ძლებდა. მიჩვეული იყო და იმიტომ”.

* * *

„საათისა არ იყოს, არც ცხოვრება ჩერდება ერთი წამით. ყოველ წამს რაღაც ხდება, იბადება ან კვდება, ყვავის ან იხრწნება, იკურნება ან ავადდება”.

* * *

„საოცარია, ვიბადებით, რათა შევცოდოთ, და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ”.

* * *

„ყველას თავისი სატკივარი კლავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>