ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„როგორია, ჰა, ბახისა და ბეთჰოვენის მემკვიდრეებად, გებელსი და ჰიტლერი?” – გურამ დოჩანაშვილი (ცალ-ცალკე და ერთად) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე დიდი საიდუმლო ამ ქვეყნად მაინც სიკვდილია”. – ელგუჯა მაღრაძე (გოდება)
* * *
„ეჭვიანობა სენია, ძნელად განსაკურნავი”. – ოთარ ჭილაძე (ყოველმან ემმან მპოვნელმან)
* * *
„ყველაზე მთავარი ცხოვრებაში ნერვებია. ეს არ უნდა დაივიწყოთ”. – ბერნჰარდ კელერმანი (ცისფერი ლენტი)
* * *
„ამაოა ბედის მოტყუება”. – ანა ანტონოვსკაია (დიდი მოურავი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩვენ მეტისმეტად აუტანელ ხანაში ვცხოვრობთ. სახელდობრ იმ დროს, როდესაც ყველა ვიგინდარამ აღვირი წაიხსნა და ყოველგან დაბალი ღირსების მორალს ამეფებს”. – დავით კასრაძე (კეთრი)
* * *
„ – ადიდე დღე, რომელიც თენდება”. – რომენ როლანი (ჟან-კრისტოფი)
* * *
„ – ეგრეა, სოფელი ჭუჭყიანია”. – ოთარ ჭილაძე (ყოველმან ჩემმან მპოვნელმან)
* * *
„აუჩქარებლობა ფიქრის დედაა და წარმატების დედინაცვალი”. – ანა ანტონოვსკაია (დიდი მოურავი)
* * *
„განსაკუთრებული გარემოების შექმნა გვჭირდება, რომ გამოვიცნოთ ესა თუ ის ადამიანი”. – ალიმ ქეშიკოვი (გატეხილი ნალი) – (ავტორი გენია.ჯი)