ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან – „ცალ-ცალკე და ერთად”

„ – ვინ აგიკრძალავთ ღიმილს და სიცილს! მაგრამ, უნდა იცოდეთ, რაზე იცინოთ და რაზედ – არა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ისე, საერთოდ, კეთილები კი ვაართ, მაგრამ რა ვქნათ, მაინც გვიხარია კაცის წაქცევა. ქართველები ვაართა, ქართვე-ლები”.

* * *

„არა, მაინც რა ღვთის წყალობაა, ხალხნო, – აღფრთოვანდა კიკოლი, – ერთხელ და სამუდამოდ რომ დაბინავდნენ დანტე, სტენდალი, მერიმე, პუშკინი, ფოლკნერი… მაგრამ ჩემი შოთა, ჩემი ილია, ბარათაშვილი და გურამიშვილი, აკაკი და ვაჟა – თავს მირჩევნია! ეს იმიტომ, რომ ძლიერ ჩემია… ძლიერ ჩემია!”

* * *

„ჩვენ აქამდე თუმც შეჩვეულნი ვიყავით ცალ-ცალკე წანწალს, ახლა კეთილი უნდა ვინებოთ და, შევერთდეთ უნდა”.

* * *

„ქართველებიდან, რომელს არ გვიყვარს წარმოდგენა, წარმოსადგენის მეტი რა გვაქვს”.

* * *

„ხალხი რაღას არ იტანს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ბედნიერება სადღა არის…

- როგორ არ არის, გრიგოლ!

- არა, კი არის, როგორ არ არის, მაგრამ ქუჩაში კი არ ყრია.

- ეგ კი, ეგ კი. მაგრამ საერთოდ ხომ მაინც არის, სადღაცას მაინც ხომ ხდება…”

* * *

„სიმაღლეში რა ჭკუა ყრია!.. მე ვენაცვალე პატარ-პატარა პროფესორებს…”

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>