ამონარიდები დავით კასრაძის რომანიდან – „კეთრი”
„არ იცით, რამდენი ცოდნაა საჭირო, რომ იცოდეთ, თუ რა ცოტა იცით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა სამწუხაროა, რომ სილამაზე და სურნელი ხშირად ერთმანეთს არ სდევს”.
* * *
„ – შე კაი კაცო, საქმე ის არის, ის შეიყვარო, ვინც არ გინახავს, არ იცნობ და სამუდამოდ გამოეთხოვე.
ასეთ ღრმა ფილოსოფიაზე მხრების აჩეჩვით ვუპასუხე.
- ნუ მიწყენთ, ფრედ, თუ მეცინება ამ ამბავზე. ქართველებს პაწია არაკი გვაქვს, ფრანგებსაც გამოგადგებათ: ერთხელ ყვავი წარმდგარა მეუფესთან და ცრემლებით შეუჩივლია: „უფალო, ჩხიკვი გარდაიცვალა!” უფალი გაჯავრებია: „რა გატირებს, შე ჩერჩეტო, მე იმისი დაბადებაც არ გამიგიაო!” – ჰოდა, როგორ ვიგლოვებ, თუ მისი დაბადება არ გამიგია?”
* * *
„ვაი იმ ხელისუფალს, ვისაც მაჯა მოუდუნდება და შეასუსტებს მართვა-გამგეობის ნებისყოფას”.
* * *
„თანამედროვე მეცნიერებას ათეიზმისაკენ მივყავართ, მაგრამ მე მაინც ვაკურთხებდი იმ პირველ ადამიანებს, რომელთაც ღმერთისა და ღმერთების სახელები გამოიგონეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოდღესასწაულე სიცოცხლის აღმაფრენამ არ უწყის იმაზე უმაღლესი ცოდვა, როგორიცაა უპატივცემულობა სიშიშვლის მშვენიერებისადმი!
- ოჰო, ჰო, მშვენიერია, მშვენიერი!
- მაგრამ ვაი იმას, ვინც ამ მშვენიერებას სიმრუშის არშიას შემოავლებს!”
* * *
„პარიზი დიდი კარუსელია. მსოფლიო კარუსელი.
ადამიანები კი პატარა ქონდრისკაცები, ბავშვები არიან.
პარიზი – მწუხარებისა და სიხარულის კერაა.
პარიზი – სიყვარულისა და შურისძიების ბუნაგია…
პარიზი – ღვთაებრივი ხელოვნებისა და გარყვნილების ბუდეა…
პარიზი – პარიზია!
აქ ყველაფერია მდიდრებისთვის…
არაფერია ღარიბებისთვის…”
* * *
„ – სერიოზულობა და ჩვენი საუკუნე? როგორ გეკადრებათ!”
* * *
„ – მე ქართველი ვარ.
- ქართველი?! მერე სად არის საქართველო?
„ – საქართველო საქართველოშია”.
* * *
„ …შევეჩვიე ყოველდღიურობის ჭირ-ვარამს: აღარა მაკვირვებს რა, არც მაწუხებს, არც შიმშილი და არც მაძღრობა, სუფთად ჩაცმა თუ გლახის ძონძები, არც ტირილი და არც სიცილი”. – (ავტორი გენია.ჯი)