ამონარიდები ბერნჰარდ კელერმანის რომანიდან – „ცისფერი ლენტი”

„ყველაზე მთავარი ცხოვრებაში ნერვებია. ეს არასოდეს დაივიწყოთ. თქვენ შეიძლება გენიოსი იყოთ, მაგრამ იდიოტად გამოჩნდეთ, თუკი ნერვები გიმტყუნებთ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სწორედ მიღწეულის განუწყვეტელი სრულყოფის პრინციპმა გახადა კაცობრიობა იმდაგვარი, როგორიც იგი ჩვენს დღეებშია”.

* * *

„ – იცით, პრინს, ცხოვრებაში რამდენი გამოცდილება შევიძინე? ჰოდა, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანი შეშლილია! დიახ, მთლად გიჟია”.

* * *

„ყველა ფენაში გვხვდებიან ცუდი პიროვნებები”.

* * *

„ღმერთი ადამიანებისაგან განსხვავებით სხვა საზომით ზომავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოურჯულებელი ცოდვილები – ყველაზე ცუდი ცოდვილები არიან”.

* * *

„კარგად ვხედავ ამ სამყაროს. ერთი სულიერი მეორეს ნთქავს. ადამიანები ომებში ერთმანეთს სპობენ. ახლობლებს კლავენ. აბა, ღმერთი როგორ უნდა ვიწამო?..”

* * *

„დღევანდელი ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა ბრძოლა – განუწყვეტელი, დაუნდობელი და შეურიგებელი ბრძოლა”.

* * *

„დროება შეიცვალა და მასთან ერთად ხალხიც”.

* * *

„კაცობრიობას დასაბამიდან ერთი დევიზი ჰქონდა: „წინ! – სწორედ ამ დევიზმა დააყენა ადამიანები ცხოველებზე მაღლა.” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება