ამონარიდები ჯეკ ლონდონის რომანიდან – „ოქროს ხეობა”
„ყოველივე შესანიშნავია მანამდე, სანამ ის არა გაქვს, სანამ მას არ ფლობ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთები კეთილი არსებანი არ არიან, მაგრამ მოწყალების გაცემა არც მათთვისაა უცხო”.
* * *
„ადამიანებს გულს ურევს ის, რაც საკმაოდ იგემეს”.
* * *
„ – საზოგადოება ვარაუდს ემყარება. საზოგადოება ხედავს იმას, რაც ზედაპირზეა”.
* * *
„ – წარსულს ვერსად გაექცევი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყნად ყველაფერი ღმერთის შექმნილია და მხოლოდ მისთვისაა ცნობილი ყოველივეს მიზანი”.
* * *
„ადამიანის ცხოვრება და ვნებანი იგივე ყვავილებია: ისინი დილით იფურჩქნებიან თეთრნი, როგორც თოვლი, მზის სხივებში ხდებიან ვარდისფერნი, ხოლო საღამოს ძალიან წითლდებიან და ვეღარ აღწევენ ახალ განთიადამდე”.
* * *
„საოცარი რამ არის სიცოცხლე. ბევრი მიფიქრია ამის შესახებ, მაგრამ დღითი დღე კიდევ უფრო მეტ საოცრებასა ვხედავ. და მაინც რატომ გვიყვარს ასე სიცოცხლე? სიცოცხლე ხომ თამაშია, რომელშიაც არავინ მოგებული არ რჩება! სიცოცხლე ნიშნავს შრომაში ჭირის ოფლის ღვრას და ტანჯვა-წამების ატანას მანამდე, სანამ სიბერე არ მოგვეპარება და არ დაგვაწვება მთელი თავისი სიმძიმით, და მაშინ ჩვენ ხელები ჩამოგვცვივა კოცონებთან. ცხოვრება მძიმეა. ტანჯვაში იბადება ბავშვი, ტანჯვა არის უკანასკნელი ამოსუნთქვა მოხუცისა, და ადამიანის ყოველი დღე სავსეა მწუხარებით და ტანჯვით; და მაინც ის მიდის სიკვდილის გაშლილი მკლავებისაკენ ბარბაცით, ეცემა ძირს, იხედება უკან და იბრძვის უკანასკნელ წუთამდე”.
* * *
„რიგიანი კაცი უკანიდან როდი გესვრის”.
* * *
„იმედს უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ცოდნასა და გამოცდილებას!” – (ავტორი გენია.ჯი)