ამონარიდები ძმები ვაინერების რომანიდან – „შეხვედრა მინოტავრთან”

„ – ოჯახს ტყუილად კი არ ეძახიან კერას. ავიც შეგხვდება და კარგიც. ავი დაიწვება, დაიფერფლება, სითბო დარჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – სრულყოფილება მუდმივი ნეტარებაა. მხოლოდ წმინდანები ან სულელები თუ მიაღწევენ”.

* * *

„ – გენიოსს მუდამ სამი მტერი ჰყავს ჩასაფრებული.

- ვინ არიან ეს მტრები? – უგულოდ ჰკითხა ანტონიომ.

- უქმად ყოფნა, სიმდიდრე და დიდება”.

* * *

„ამ სამყაროში არ არსებობს მუდმივი საიდუმლო. არ არსებობს ისეთი საიდუმლო, რომ როდესმე არ იყოს შეცნობილი”.

* * *

„ – კაცს ყოველთვის ეშინია რაღაცის. პირველ რიგში საკუთარი თავისა…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჭეშმარიტება, როგორც ადამიანი, ტკივილში იბადება”.

* * *

„გენიოსი ის არის მხოლოდ, ვინც მთელს სიცოცხლეს, ყველაფერს, რაც ამქვეყნად გააჩნია, თავის ქმნილებას შესწირავს და ბედნიერების მწვერვალზე მყოფს მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაეუფლება, და კვლავ ტანჯვასა და განცდებში გალევს სიცოცხლეს სრულყოფილების ძიებაში…”

* * *

„ – რაღა თქმა უნდა, ყოველ ადამიანში ზის დიდი თუ პატარა მინოტავრი – დამყაყებული, ზარმაცი, ტრადიციული, ხარბი და გაუმაძღარი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მას დაემორჩილო, თორემ უეჭველად ამოიჭამს თავის პატრონს”.

* * *

„რა არ ხდება ცხოვრებაში”.

* * *

„ღარიბი ადამიანები მოთმინებას არიან ჩვეულნი, ცოტათიც კმაყოფილდებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>