ამონარიდები ბერნჰარდ კელერმანის რომანიდან – „ცისფერი ლენტი”
„სიბრიყვე – ჭეშმარიტად ყველაზე დიდი დანაშაულია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სკოლაში რაღას არ ასწავლიან, მაგრამ ადამიანის შეცნობის შესახებ არავითარი სახელმძღვანელო არ არსებობს”.
* * *
„თანამედროვე ჟურნალისტი შეიძლება შეადარო გასული საუკუნეების თავგადასავლების მაძიებლებსა და ახალი მიწების აღმომჩენებს, აი, როგორებიც იყვნენ ქრისტეფორე კოლუმბი, ვასკო და გამა, ჯეიმზ კუკი, დიახ, დღევანდელი ჟურნალისტები იგივე პირველაღმომჩენლები არიან, მათი არმია თავიანთი დროის ავანგარდია”.
* * *
„ – ყოველი ადამიანი ადრე თუ გვიან, თავისი სუსტი ხასიათის მიზეზით ცხოვრებაში კრახს განიცდის”.
* * *
„დღეში ხუთი ათასი ავტომობილის წარმოება უფრო ადვილია, ვიდრე ბახის ერთადერთი ფუგის ანდა ერთი პატარა, მაგრამ უკვდავი სიმღერის შექმნა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეს რა ყოფაა! განა შეიძლება ადამიანმა მშვიდად იცხოვროს, როცა არ იცის ხვალ რა მოელის?”
* * *
„ადამიანს სინამდვილის გაგება თუ გინდა, მარჯვედ და ოსტატურად უნდა იმოქმედო”.
* * *
„ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა საშინელი და შემზარავი ზღაპარი!”
* * *
„ფული ყველაფერს აკეთებს!”
* * *
„ამ ქვეყანაზე ან ბატონი ხარ, ან მონა. სამყაროს არსებობიდან მოყოლებული ყოველთვის ასე იყო. დამიჯერე, პატი, არიან მხოლოდ ბატონები და მონები, სხვა დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა”. – (ავტორი გენია.ჯი)