ამონარიდები ჯონ ჰოიერ აპდაიკის რომანიდან – „კენტავრი”
„ვინც ორმოცდაათი წლის მანძილზე ვერაფერი ისწავლა, ის ვერასოდეს ისწავლის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთისთვის ხუთი ტალანტი მიუცია ღმერთს, მეორესთვის – ორი, მესამესთვის – ერთი. მაგრამ სულ ერთია, მთელ დღეს იშრომებ ვენახში, თუ მხოლოდ ერთ საათს, როცა განკითხვის ჟამი დადგება, ყველამ ერთნაირად უნდა ზღოს”.
* * *
„ყველაფერი ბრუნავს ამქვეყნად და არავინ იცის, როდის გაჩერდება”.
* * *
„ასე ხშირად ხდება ცხოვრებაში. სიყვარული ძალზე გვიან იღვიძებს”.
* * *
„გამხმარი ხე უნდა მოიჭრას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაავებულ ქალზე უარესი არაფერია ამქვეყნად”.
* * *
„სამედიცინო პრაქტიკამ მარტო ერთი რამ მასწავლა. ლენჩებითაა სავსე ეს ქვეყანა”.
* * *
„ყოველ ჩვენგანში თევზი იმალება, მხოლოდ წყალში მოხვედრაა საჭირო”.
* * *
„რამდენიც გინდა ლანძღე კაცი, თვითონ ხმას თუ არ იღებს”.
* * *
„ზოგი უხვად დაჯილდოვებულია ნიჭით, ზოგი კი არა. მაგრამ ერთი რამ ყველას აქვს, თუნდაც ეს მარტო სიცოცხლე იყოს. გულმოწყალე ღმერთმა იმიტომ კი არ შეგვქმნა, რომ ის ვიდარდოთ, რაც არ გაგვაჩნია, მას კი ათი აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)