მიგელ დე სერვანტეს საავედრა – „ეპიზოდი”
„მე ზეცის განგებით მოვევლინე ამ ჩვენს რკინის საუკუნეს, რათა ოქროთი აღვადგინო იგიო”, – მრავლისმეტყველად უთქვამს თავის დროზე „ოქროს საუკუნის რაინდად” წოდებულ მსოფლიო ლიტერატურის ტიტანს – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები). ლეპანტოს ბრძოლის დაწყების წინ (1571 წლის 7 ოქტომბერი), თავისი სიმამაცით სახელგანთქმული ესპანეთის არმიის საზღვაო-ქვეითი საშინელი ციებ-ცხელებით დაავადდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მძიმე სნეულებისა და ექიმის დაჟინებული მოთხოვნისა, საწოლიდან არც კი წამომდგარიყო, საზღვაო ხომალდის – „მარკიზის” ბორტზე მყოფმა „დონ კიხოტის” ავტორმა კაიუტაში შედარებით უსაფრთხოდ ყოფნას და დამალვას, სასტიკ ბრძოლაში ჩართვა არჩია. ბრძოლის მიმდინარეობისას, გემბანზე მებრძოლი საავედრა სამჯერ იქნა დაჭრილი მოწინააღმდეგის მიერ ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებით. ორი ჭრილობა გენიალურმა მწერალმა – მკერდში მიიღო, ხოლო ერთი მარცხენა მხრის წინა ნაწილში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ უკანასკნელმა ჭრილობამ საავედრას მარცხენა ხელი სამუდამოდ დაუხეიბრა. – (ავტორი გენია.ჯი)