ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”
„თავის მოტყუება მავნებელია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუ შებღალავთ ჩემს ყურს სიცრუით”.
* * *
„ზოგჯერ ღმერთიც მოწყენილია”.
* * *
„უბრალო ხალხის ჭკუას რჩეულთა გონიერება ვერ შეედრება”.
* * *
„არაჩვეულებრივ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც დიდ საქმეებს აკეთებენ, განსაკუთრებული უბრალოება სჩვევიათ. მათ ეზიზღებათ სხვებზე უპირატესობის გრძნობა, და უყვართ ძველი ბერძნის ბრძნული ნათქვამი: „მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა უდაბნოს ხომალდებს არა ჰგავს მრავალსახოვანი ბედი? ვინ გამოიცნოს წინდაწინ მისი ტვირთი? ვის გაამდიდრებს იგი? ვის გააღარიბებს? ვინ დაკარგავს სიცოცხლეს? ვინ იპოვის მას? იგი ყველგანმყოფია, ცვალებადია, ულმობელია, იგი დადის ცხოვრების ყოველ გზასა და გზაჯვარედინზე!..”
* * *
„თუ ერთი საქმე დამთავრებულია, შეიძლება მეორე დაიწყო”.
* * *
„ – ო, ყოვლადძლიერო, რამდენი ვინმე მიგვაჩნია დედამიწაზე ცოცხლად, ისინი კი მკვდარი არიან, და რამდენი დედამიწის წიაღში – მკვდრებად. ისინი კი ცოცხლები არიან!”
* * *
„და როგორც ყოველთვის, ბედი დასცინის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ დაუდასტურებია”.
* * *
„ყოველს თავისი!” – (ავტორი გენია.ჯი)