ამონარიდები ქეი-ქაუსის დარიგებათა წიგნიდან – „ყაბუს-ნამე”
„საკუთარი თავის მტერი ნუ იქნები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისეთ ადგილებში იარე, რომ, თუ ძებნას დაგიწყებენ და მოგაგნებენ, არ შერცხვე”.
* * *
„კარგი თქვი, რათა კარგი მოისმინო”.
* * *
„შენი ენა მხოლოდ იმას უნდა ამბობდეს, რაც შენ გსურს”.
* * *
„იცოდე, რომ ყველა უნართა შორის უპირველესია მეტყველების უნარი”.
* * *
„ყბედს მხოლოდ მუნჯი დაღლის”.
* * *
„შრომას ნურავის დაუკარგავ”.
* * *
„რასაც ხალხისთვის ზიანი მოაქვს, მას განერიდე”.
* * *
„იცოდე, რომ წინდახედულება წარმატების საწინდარია”.
* * *
„მტერთანაც და მოყვარესთანაც სულგრძელი იყავი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტერს ზედმეტად ნუ დაამცირებ”.
* * *
„უმჯობესია კაცს ძმა არ ჰყავდეს, ვიდრე მეგობარი”.
* * *
„ამ ქვეყნად უნაკლოდ ნურავის მიიჩნევ”.
* * *
„ვისაც მშობლების აღზრდა დააკლდა, მას საწუთრო აღზრდის”.
* * *
„ცოლს ნურაკაცს ნუ ანდობ, გინდაც მოხუცი და მახინჯი იყოს”.
* * *
„ზოგჯერ ერთი ნაკლი ათას ღირსებას ჩრდილავს”.
* * *
„მრავლის მცოდნე და მცირედის მოუბარი იყავი და არა მცირეს მცოდნე და მრავლის მოუბარი”.
* * *
„თუ სულმოკლე ადამიანის დახმარება დაგჭირდა, საბრალო ხარ”.
* * *
„მონა ყოველი საქმისთვის გამოდგება”.
* * *
„ნასწავლი მაშინ იქნები, როცა საკუთარი ცოდნის სიმცირეს შეიგნებ”. – (ავტორი გენია.ჯი)