ამონარიდები ლევან გოთუას ისტორიული რომანიდან – „გმირთა ვარამი”

„ვისაც მშობლიური გზები ეგრძელება – ის სულმოკლე ყოფილა! იმას, ჩანს, არც უცხო გზებზე და არც არაგზებზე არ უვლია! არც ვუსურვებ…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ენისათვის რომ დედაკაცები დასაჯოთ, არ გაგიწყვეტიათ ქალის სახსენებელი ქვეყანაზე?!”

* * *

„არაფერი ისე არ ახარებს გადახვეწილ კაცს, როგორც თავის ბავშვობაში გავლილ გზის ხელახლად გავლა!”

* * *

„უხვად გაეცი ფული და ლარი… მოქრთამული კაცი – ორ მოამხანაგებულს უდრის!”

* * *

„ – იმედიანობა, თუნდაც უსაფუძვლო, ათასწილად სჯობია დიდად საფუძვლიან უიმედობას!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არის საქმე, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც უნდა აკეთო და აკეთო…”

* * *

„ – მართლაცდა! რა ფასი აქვს იმ ჭირ-ვარამს, რომელიც უკვე გადატანილია… ისიც უსარგებლოდ, ჭკუის უსწავლებლად!”

* * *

„ძეთა შფოთი – სულ ცუდი სენია!..”

* * *

„ – ეჰ, შვილო! სიბერეს სცოდნია… სიტყვით უფრო ვფარავ ჩემს ნაფიქრს, მაგრამ გამომეტყველებით კი ვეღარ!..”

* * *

„სამშობლოში დასაბრუნებელი გზა უფრო გრძელია, ვიდრე სამშობლოდან უცხოობაში მიმავალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>