ამონარიდები ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „ოცი წლის შემდეგ”
„დიდი თანამდებობის ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან კმაყოფილნი, როდესაც მათთვის შეუძლებელს აკეთებენ. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, გვეუბნებიან ისინი, ჩვენ თვითონაც გავაკეთებდითო და მართალნი არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველასათვის ადვილი როდია, აალაპარაკო ადამიანები, ათქმევინო ის, რის დამალვაც სურთ”.
* * *
„ზოგჯერ ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანს რაღაც ძალა სწრაფად ზევით ააგდებს”.
* * *
„საუკეთესო სურვილებს ზოგჯერ ცუდად იგებენ”.
* * *
„ – როგორ გგონიათ, მარტო დამნაშავეს უნდა ეშინოდეს პატიოსნების შებღალვისა, განა არ შეიძლება შებღალონ ადამიანი, განსაკუთრებით ქალი, მხოლოდ მოჩვენების საფუძველზე?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეშმაკმა დალახვროს! ფული! და ისიც ბევრი!”
* * *
„თქვენთვის ცნობილი სიტყვა „საჭიროა”, ამ სიტყვით ბევრ რამეს აკეთებენ”.
* * *
„ყოველგვარი შეცოდების მიმართ შეწყალება გვმართებს”.
* * *
„ზედმეტი ფული არავის არა აქვს”.
* * *
„მხოლოდ ბოროტ ადამიანებს შეუძლიათ მეგობრობის უარყოფა და ისიც იმიტომ, რომ ეს გრძნობა მათთვის გაუგებარია”. – (ავტორი გენია.ჯი)