ამონარიდები არჩილ სულაკაურის რომანიდან – „თეთრი ცხენი”
„თუ თანაგრძნობა არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაჭირვებაში ჩავარდნილი ცხოველი, გარეული იქნება თუ შინაური, საშველად ადამიანს აკითხავს ხოლმე, გაჭირვებული ადამიანი კი – ღმერთს”.
* * *
„ყველა სიზმარი თავისთავად უცნაურია”.
* * *
„ქვეყანა უმადური ყოფილა”.
* * *
„სკოლის დამთავრება, როგორც ჩანს, თავისთავად დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, უცებ უნდა მოწყდე ანდა თუ არ მოწყდები, მაშინ, საოცარი სისწრაფით უნდა დაშორდე გუშინდელ დღეს, გუშინდელ ყოფას, ცხოვრების წესს. ათწლიანი, ერთგვარი თუ ერთფეროვანი, სავალდებულო ცხოვრების ციკლი მთავრდება და იწყება სხვა, ახალი, თვისობრივად განსაკუთრებული დღეები, რომელიც შესაბამის დამოკიდებულებას მოითხოვს შენგან. განვლილი წლების ინერციას თავი რომ დააღწიო, შინაგანად მზად უნდა იყო ახლის შესახვედრად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სოფელმა იცის გადაჭარბებაცა და ხუმრობაც, ზოგჯერ – ავი, ზოგჯერ – კეთილი”.
* * *
„საშინელებაა ხელუხლებელი წიგნი”.
* * *
„ – შვილო, როგორც არ უნდა შეიცვალოს დრო, ოჯახში ქალმა ჯერ მკერდი უნდა შემოიტანოს და მერმე – საჯდომი!”
* * *
„როგორც ჩანს, ადამიანები უმადურებად გაგვაჩინა ღმერთმა, ანდა იმავე ღმერთმა მადლიერებას გარკვეულად დააკლო საფანელი…”
* * *
„კაცს უნდა შეეძლოს გზიდან მობრუნება, არ უნდა დაენანოს გავლილი მანძილი და ამ გზის მონაკვეთისათვის დახარჯული დრო და ენერგია”. – (ავტორი გენია.ჯი)