ამონარიდები არჩილ სულაკაურის მოთხრობებიდან…
„ – თუ გაიგე რამე ამ ცხოვრებისა?
- გავიგე, ყველაფერი კარგად გავიგე.
- რისთვის ისჯებიან ადამიანები, აბელ?
- ზოგი დანაშაულისათვის…
- ზოგი?
- სიმართლისათვის”. – (აბელის დაბრუნება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცს როგორც უცხოვრია, ისევე უნდა იცხოვროს. გამოცდილი გზა არ უნდა დააგდოს”. – (ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისათვის)
* * *
„სილამაზეს სხვა ფასი აქვს… ძვირი ღირს… – გაახსენდა მაკოს ნათქვამი. „რა ღირს სილამაზე? ჰო, რა ღირს? – ფიქრობდა მეთევზე, – ქალის სილამაზე მამაკაცის სიყვარულზე ძვირი არ უნდა ღირდეს, არა!..” – (წყალდიდობა)
* * *
„შემოდგომის მზე, რაგინდ თბილი არ იყოს, ფოთოლცვენას ვერ შეაჩერებს…” – (მტრედები)
* * *
„ – ცხოვრება მარტივია. მარტივად არის მოწყობილი, მაგრამ თვითონ ადამიანები ართულებენ მას”. – (წყალდიდობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უთქმელობით პირიც ობდება ხოლმე!” – (ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისათვის)
* * *
„ – საოცარი მონატრება იცის სოფელმა”. – (ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისათვის)
* * *
„ – ყველაფრისათვის ფასი დაუდვიათ ამქვეყნად – კაცობისათვის, პატიოსნებისათვის, ღვაწლისათვის, ჰო, სიყვარულისთვისაც დიდი ფასი დაუდვიათ. ყველაფერი ძვირად ფასობს, უფრო მეტად, ვიდრე ღირს…” – (წყალდიდობა)
* * *
„ – რამდენი რამე უნდა იცოდეს კაცმა…” – (ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისათვის)
* * *
„ – ძაღლი მაინც ძაღლია. კბილიანი თუ უკბილო… ყეფაც საქმეა, ბატონებო”. – (თეთრი ცხენი) – (ავტორი გენია.ჯი)