ამონარიდები ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „ოცი წლის შემდეგ”

„ – არ არსებობს შებრალება იმისათვის, ვინც თვითონ არ იცის შებრალება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ორი რამ არის ჩაკეტილი ლუვრის სასახლეში: მეფე, რომელიც მოკვდავია, და მეფობა – უკვდავად წოდებული”.

* * *

„არავის ექნება ისეთი მეტყველი სახე, როგორიც ნამდვილად ღორმუცელა ადამიანს, როცა იგი კარგად გაწყობილი მაგიდის წინ ზის”.

* * *

„უმადურობა გაცილებით უარესი ბიწიერებაა, ვიდრე ნაკლი ან რაიმე ცოდვა”.

* * *

„ზეცა სულისა და ხორცის წასაწყმედად ყოველ ადამიანს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან ორს თუ არა, ერთს მაინც ანიჭებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ყველაფერში სრულყოფას ეძებს”.

* * *

„ზოგჯერ ყოვლისშემძლეობა თავბრუს ახვევს ადამიანს და ტირანობისაკენ უბიძგებს”.

* * *

„ – მოკვდეთ კეთილი საქმის შესრულების დროს? ეს შეუძლებელია”.

* * *

„ერთი და იგივე ორჯერ არ მეორდება”.

* * *

„ცოდვების მიტევების უფლება მოდის არა იმათგან, ვინც იძლევა, არამედ ღმერთისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>