ამონარიდები არჩილ სულაკაურის მოთხრობიდან – „ლუკა”

„არ მიყვარს ამპარტავანი ხალხი. თუ კაცი ხარ, კაცი იყავი, რას იბერები, შე ოხერო!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ადამიანი ბუნებით უმადურია… უმადური მოდის ამქვეყნად… უმადურადვე უბრუნდება წიაღს…”

* * *

„უზნეობაა სხვის საქმეში ჩარევა”.

* * *

„ – ადამიანები საჭიროების მძიმე ბორკილებითა ვართ ერთმანეთს გადაბმულნი. საჭიროების მძიმე ბორკილებით… სამწუხაროდ ასეა… ადამიანთა დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ხარისხი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს”.

* * *

„ – ოჰ, რა საშინელებაა უმადურება!

- არ არსებობს უფრო შემზარავი გრძნობა! განა უმადურების მსახვრალი ხელით არ განიგმირა დიდი კეისარი? განა უმადურების ძლიერმა ყბებმა არ გამოხრეს სამშობლოდან გადახვეწილი სახელოვანი სციპიონის ძვლები? ამიტომაც დააწერეს მის საფლავს ეპიტაფიად: „უმადურო სამშობლოვ, შენ ვერ ეღირსები ჩემს ძვლებს”.

* * *

„მურდალ საქმეზე შუაკაცობა არ უნდა იკისრო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ჩვენ ყველას რაღაცა გვიჭირს… და ვერ გაგვიგია”.

 

კომენტარის დატოვება