ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”

„სპარსული სიბრძნის მიხედვით – ვირის ყროყინზე იაფი ღირს საუბარი, რომელსაც შენთვის ზიანი მოაქვს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კეთილდღეობის გზა სატევარის პირზე გადის”.

* * *

„სისასტიკე იწვევს შიშის სიმახინჯეს და არა სიყვარულის სილამაზეს”.

* * *

„სადაც ოქროა, იქ ძალაცაა!”

* * *

„ასეთია ჭეშმარიტება: ბედი ხშირად მოჩვენებითი სიმშვიდით ფარავს უთვალავ ვერაგობას, და ზოგჯერ გამოცდილი მონადირეც ვერ გამოიცნობს უღრუბლო ცაში მომაკვდინებელ მეხს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება თამაშია,ზოგჯერ მხიარული, მაგრამ უფრო ხშირად კი საშიში”.

* * *

„საიდუმლოება წარმატების დედაა, ლაყბობა კი – უჭკუობის და, სჯობს თვითონ მეტი ვუსმინო. დაე სხვებმა აუშვან ენა”.

 * * *

„არის ხოლმე დამარცხებაზე უფრო საშინელი გამარჯვება”.

* * *

„მსახური ბევრია, ბატონი კი – ერთი”.

* * *

„უნდა მიაღწიო შეუძლებელს!” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება