ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„შეუძლებელია მოაზროვნე არსება აიძულო, მას მხოლოდ და მხოლოდ უნდა ურჩიო, მიუთითო, შეახსენო; ვინაიდან, ვინც გონებას არ ემორჩილება, უფლებაც არ აქვს გონიერ არსებად თვლიდეს თავს”. – ჯონათან სვიფტი (გულივერის მოგზაურობა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თავის გადარჩენა ბუნების პირველი კანონია”. – ჩარლზ დიკენსი (ოლივერ ტვისტი)

* * *

„სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო”. – თედორე დოსტოევსკი (ეშმაკნი)

* * *

„იმაზე ცუდი არაფერია, როგორც უზიარებელი სიკვდილი”. – ანტონ ჩეხოვი (ალუბლის ბაღი)

* * *

„ქალები კარგი რამეა, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ისინი ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებენ, მაგრამ მე თუ მკითხავ, ქალებზე რას ვფიქრობ, გეტყვი, რომ, როგორც ყველაფერში, აქაც ზომიერებაა საჭირო: ქალი არც ძალიან ცოტა უნდა გყავდეს, არც ძალიან ბევრი. მაგრამ თავს თუ ერთობ ბევრი ქალი გახვევია, მაშინ თავს უშველე, გაიქეცი. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, დამიჯერე!” – ალფრედ დობლინი (ბერლინი ალექსანდერპლაცი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სისულელეა, როცა არ იხდი იმას, რაც გმართებს და სისულელეა, როცა არ აკეთებ იმას, რასაც ვინმეს ჰპირდები”. – სტივენ კინგი (უიმედოთა ქალაქი)

* * *

„ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ”. – თედორე დოსტოევსკი (ეშმაკნი)

* * *

„ადამიანები სხვადასხვანაირნი ვართ”. – თომას მანი (ლოტე ვაიმარში)

* * *

„დამიჯერე, ქალისათვის თავის მოსაწონებლად ცუდი საშუალებაა იმ ადამიანთან ჩხუბი, რომელიც ამ ქალს უყვარს”. – ალექსანდრე დიუმა (გრაფი მონტე-კრისტო)

* * *

„ზოგი კაცის ჭკუა უტყუარად მჟღავნდება მის ლაპარაკსა და სიცილში”. – ანტონ ჩეხოვი (ალუბლის ბაღი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>