ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – მამაო, ეს არის სამართლიანობა?
- უმაღლეს სამართლიანობას, შვილო ჩემო, იქ იპოვი, ზეცაში. ამქვეყნიურ ჭირ-ვარამში ნუ ეძიებ”. – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე, უბრალო გლეხის ქალი, ისეთსავე პატივსა ვცემ და ვაფასებ ჩემს ღირსებას, როგორც თქვენ, ჩემი ბატონი და მბრძანებელი – თქვენსას”. – სერვანტესი (დონ-კიხოტი)
* * *
„ძალადობა სენივით გადამდებია, ჩაგითრევს, გაიძულებს, საკუთარ თავს უღალატო, თუ შენი მოქმედება საღი იდეით არ იქნა ნაკარნახევი”. – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი)
* * *
„ – მაინტერესებს: თუ ღმერთი არ არსებობს, ვიღა განაგებს ადამიანთა მოდგმას და მთელ დედამიწას?
- თვითონვე განაგებს ადამიანი”. – მიხეილ ბულგაკოვი – (ოსტატი და მარგარიტა)
* * *
„მთავარია მბრძანებელი გერქვას და თუნდაც ცხვრის ფარას მბრძანებლობდე”. – სერვანტესი (დონ-კიხოტი)
* * *
„საშიშროება წარმოშობს მჭერმეტყველებას”. – ალექსანდრე დიუმა (გრაფი მონტე-კრისტო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვიდრე ყველა ყველას ძმა არ გახდება, ძმობა არ დადგება”. – თედორე დოსტოევსკი (ძმები კარამაზოვები)
* * *
„რას იზამ, ასეთია ქალის ბუნება: რაგინდ მახინჯიც არ უნდა იყოს, მაინც ენითუთქმელ სიამოვნებას ანიჭებს, როცა ლამაზს ეძახიან”. – სერვანტესი (დონ-კიხოტი)
* * *
„დიდებული გამოთქმები იგივეა, რაც დიდი ადამიანები”. – ალექსანდრე დიუმა (გრაფი მონტე-კრისტო) – (ავტორი გენია.ჯი)