ამონარიდები ტონი მორისონის რომანიდან – „საყვარელი”
„კაცს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რასაც მოინდომებს. შეუძლია, ღამის დადგომამდე ექვსი საათის განმავლობაში დამშრალ ჭაში იჯდეს; შეუძლია, ენოტს შიშველი ხელებით შეებრძოლოს და მოერიოს; შეუძლია, ისე უყუროს, როგორ წვავენ მისთვის ძმაზე უსაყვარლეს ადამიანს, რომ თვალიდან ცრემლიც არ გადმოუვარდეს და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგონ ჯალათებმა, რას ნიშნავს, როცა კაცი ხარ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც ცოცხლდება, ყველაფერს სტკივა”.
* * *
„ – რატომ გგონია, რომ უნდა დაიცვა? მის მაგივრად უნდა მოიხადო ბოდიში? უკვე დიდია.
- არ მენაღვლება, დიდია თუ პატარა. დიდი არ ნიშნავს იმას, რომ დედისთვის აღარაფერს უნდა ნიშნავდეს. შვილი შვილია. ბავშვები იზრდებიან, ასაკი ემატებათ, მაგრამ სიდიდე რაღაა? რას ნიშნავს დიდი? ჩემთვის არაფერს.
- დიდი იმას ნიშნავს, რომ ცუდად თუ იქცევა, პასუხიც უნდა აგოს. ყოველ წუთს მის დაცვას ვერ შეძლებ. რა მოხდება, შენ რომ მოკვდები მერე?
- არაფერი! მანამდე დავიცავ, სანამ ცოცხალი ვარ და მერეც დავიცავ, როცა აღარ ვიქნები”.
* * *
„ვიღაცის არჩევა კი არაა საქმე, არამედ კიდევ ვიღაც უნდა მიუშვა შენთან ისე, რომ თვითონაც შენს გვერდით იყოს”.
* * *
„ – თვალებში სიგიჟე შეიძლება ჩადგეს. შეიძლება გაქრეს კიდეც თვალებიდან. ერთიც გამოცდილი მაქვს, მეორეც და ჯერაც ვერ გამირჩევია, რომელი რომელზე უარესია…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემს ახალგაზრდობაში, ბავშვების ბავშვობა უფრო დიდხანს გრძელდებოდა”.
* * *
„უბრალოდ არ შეიძლება ცუდად მოექცე ვინმეს ან რამეს და ელოდო, რომ გაიმარჯვებ”.
* * *
„ქვეყნად არაფერი შეედრება თავისუფლებას”.
* * *
„ის, რაც ჩემი კარის იქით ხდება, მე არ მეხება”.
* * *
„მთავარია, ზომა იცოდე. კარგია, როცა იცი, როდის უნდა გაჩერდე”.- (ავტორი გენია.ჯი)