ამონარიდები ქეთევან ელისაბედაშვილის რომანიდან – „იმ ზაფხულს”
„ – ეჰ, ჩემო ძმაო, ლუკმა პური სად არ წაიყვანს ადამიანს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველაფერს რგებს მზე და ნათელი”.
* * *
„ჩემი ოჯახისათვის კაციცა ვარ და ქალიცა!”
* * *
„ჩემზე უკეთ ვინ იცის ჩემი ბედისა?!”
* * *
„გულს ნუ გაიტეხთ, ვინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს, ვიდრე ის თვალებს ახელს, პური სჭირდება”.
* * *
„ – ეგრეა ჩვენი ხალხი, რაგინდ ხელმოკლე არ უნდა იყოს, პურ-ღვინოზე ყველას ეპატიჟება”.
* * *
„რა გაუკვირდეს კაცს ამ უკუღმართ წუთისოფელში!”
* * *
„ხალხის ნატვრა ხშირად აუსრულებელი და მიუწვდომელია”.
* * *
„ – პატარაანთ ქალი როგორღა მოგწონს?
- რას ერჩი, სამართლიანად ედავებოდა. რა გვარის ქალია?
- პატარქალიშვილი. მაგ დედაკაცმა თავის ოჯახს ზედმეტ სახელად თავისი გვარი მისცა.
- არც ეგაა გასაკვირი.
- ქალმა რომ ოჯახს გვარი მისცეს?!
მიშო ოდნავ შეჩერდა და ღობეზე გადმოხრილ შტოს მწიფე ქლიავი მოწყვიტა.
- განა არ იყო დრო, როცა ოჯახი ქალის გვარს ატარებდა?” – (ავტორი გენია.ჯი)