ამონარიდი კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობიდან – „გაუმარჯოს დონკიხოტს”

„ – საფრანგეთი, ბატონო ჯაბა, ლამაზმა ქალებმა დააქციეს! ლამაზ ქალს თავისი სილამაზის მეტი არაფერი ახსოვს. ზოგს შვილის გაჩენაც კი არ უნდა, მზეთუნახავი ვარ და ტანადობა წამიხდებაო. ამისთანა მზეთუნახავები არავითარ საქმეს თავს არ შეაკლავენ, ღამეებს თეთრად არ გაათენებენ! შარშან, ნინოობაზე ერთი ლამაზი ქალი გავიცანი. მთელი სუფრა ისე გაატარა, ერთი არ გაუცინია, პირისახეზე ნაოჭი არ გამიჩნდესო. მაზლი მოუკვდა, არ იტირა, თვალები დამისივდებაო!

- პირველად ვხედავ მამაკაცს, ლამაზი ქალი რომ სძულდეს!

- დამიჯერე, ბატონო ჯაბა, ქვეყანას ის ურჩევნია, რაც უფრო ცოტა მზეთუნახავები ეყოლება. მაშინ მეტი აკვანი დაირწევა, მეტი მეცნიერი ქალი შეგვემატება და მრუშობაც ნაკლები იქნება! პარადოქსია? რას იზამ, ისტორია ჩემს სასარგებლოდ ლაპარაკობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>