ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„თურმე შეიძლება ადამიანის გვერდით წლები გაატარო, ეს ადამიანი შენი მშობელი დედაც იყოს და მაინც არ იცნობდე”. – რევაზ ჯაფარიძე (ჯარისკაცის ქვრივი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა მცირე რამ არის საჭირო, რომ ჩვენი სუსტი სულის სიმშვიდე დაირღვეს”. – ჩარლზ დიკენსი (ოლივერ ტვისტი)
* * *
„ომი მუდამ თავისი უკუღმართი გზით დადის. მისთვის სულ ერთია გზაზე ვინ გადაეყრება, – ქაჯი თუ ანგელოზი, გმირი თუ ლაჩარი… მას ყველასთან თავისი ანგარიში აქვს: წაგვართვას ის, რისი დაბრუნება ქვეყანაზე არავის შეუძლია. წაგვართვას იმ დროს, როდესაც ჩვენ არაჩვეულებრივად კარგები და ლამაზები ვართ…” – კონსტანტინე ლორთქიფანიძე (ამხანაგი)
* * *
„რა ადვილია ცხოვრება, როცა მოსაგონარი არაფერი გაქვს…” – კონსტანტინე ლორთქიფანიძე (შაბი მღვრიე წყალში)
* * *
„კრიტიკა და თვითკრიტიკა ჩვენი საზოგადოების განვითარების საფუძველია!” – ოთარ ჩხეიძე (ჯებირი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრჯერ გარემოება საზოგადო ასპარეზზე ისეთებს წამოაყენებს, რომელნიც მანამდისინ არაფრით არ განირჩეოდნენ მეზობლისაგან”. – ნიკო ლომოური (წინაპართა აჩრდლინი)
* * *
„ბოროტი და ავის მოსურნე ადამიანი ცოფიან ძაღლზე უფრო საშიშია”. – რევაზ ჯაფარიძე (ჯარისკაცის ქვრივი)
* * *
„ბავშვების უსწავლებლად დატოვება დანაშაულია”. – რევაზ ჯაფარიძე (ჯარისკაცის ქვრივი)
* * *
„ერთი ჭიქა სასმელი და ცივი მჭადის ნატეხი ქართველი კაცისათვის იგივეა, რაც ორმოცი ადამიანისათვის გაშლილ სუფრაზე დაპატიჟება”. – რევაზ ჯაფარიძე (ჯარისკაცის ქვრივი)
* * *
„ამქვეყნიური ცოდვა-მადლის გამკითხველი და მსაჯული არ შეიძლება იყოს ის, ვინც სისხლში მოზელილ პურსა სჭამს”. – კონსტანტინე ლორთქიფანიძე (გულთამხილავი) – (ავტორი გენია.ჯი)