ამონარიდები ენტონი ბერჯესის რომანიდან – „მექანიკური ფორთოხალი”
„ორჯერ კაცი ჯერ არ მომკვდარა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდით ვერ გააუმჯობესებ. კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის!”
* * *
„ – ასეა ძმებო, ბოლომდე არავის ნდობა არ შეიძლება ქვეყანაზე”.
* * *
„ძალად კეთილი გაგხადონ, არ იქნება ეს ადვილი ასატანი საქმე. ადვილი კი არა, გაუსაძლისი იქნება. განა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს? იქნებ ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით მაინც უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყენებენ? მძიმე და მნიშვნელოვანი კითხვებია, შვილო ჩემო!”
* * *
„რა განსხვავებაა, ძალადობა ფიზიკური იქნება თუ სულიერი – შედეგი შეიძლება ერთნაირი იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს თუ ნებსითი არჩევანის უფლება არ გააჩნია, მას ადამიანიც აღარ ეთქმის!..”
* * *
„ყველაფრის გაგებას ნუ ეცდები, ეს უბედურებას მოგიტანს”.
* * *
„ყოველთვის იქნება ომი და მშვიდობა, როგორც მოხუცი ლევ ტროცკი თუ ტოლსტოი ამბობდა”.
* * *
„ძალადობას ძალზე დიდი, უდიდესი გზა აქვს გავლილი დღევანდელობამდე”.
* * *
„ისტორია მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ მისგან არც არაფერს ვსწავლობთ – და სამყაროს დასასრულამდე ასე იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)