ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”
„ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენს დროში ზნეობრივი სიმშვიდე არსად აღარაა”.
* * *
„დაცინვით ყველაზე მეტად შეუძლიათ ყველაფერი დაასამარონ”.
* * *
„რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა”.
* * *
„ვინც უნდა იყოს, საზოგადოება ოც წუთზე მეტს არავის მოუსმენს, ნახევარ საათში ყველას მოჰბეზრდება მისი მოსმენა…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ფუი ეშმაკს, რას არ მოუგონებს კაცი თავის თავს!”
* * *
„ – ყველას აქვს უფლება, როგორც შეუძლია, ისე ილაპარაკოს”.
* * *
„ანგელოზსაც კი გააანჩხლებს სენი…”
* * *
„თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რა ნაღველითა და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების განმავლობაში წმინდად ნალოლიავებ შენს დიად იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისნაირ რეგვენთა სათრეველად გახდიან!”
* * *
„ყველა უკეთეს ხვედრს დაეძებს ამ ქვეყანაზე. ყოველ სულდგმულს თავისებური კომფორტი უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)