ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ძმები კარამაზოვები”

„როგორიც ხართ, ისეთად დარჩით! თუნდაც მხოლოდ თქვენ იყოთ განსხვავებული, სხვებს მაინც ნუ დაემსგავსებით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ღმერთმა დაგიფაროს, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ქალს დანაშაულის გამო პატიება სთხოვო! განსაკუთრებით საყვარელ ქალს, რა დანაშაულიც უნდა მიგიძღოდეს, არ უნდა სთხოვო! იმიტომ რომ ქალი, ალიოშა, ეშმაკმა უწყის რა არის. ქალების ამბავში კი ნამდვილად ვერკვევი! აბა, ერთხელ მაინც სცადე და ბოდიში მოუხადე, დანაშაული აღიარე და უთხარი: „დამნაშავე ვარ, ბოდიშს გიხდი, მაპატიე”. აი, მაშინ კი წამოვა საყვედურები! პირდაპირ და უბრალოდ არასოდეს გაპატიებს, დაგამცირებს, ყველაფერს გაგიხსენებს, რაც კი ყოფილა და არ ყოფილა. არაფერს დაივიწყებს, თავისსაც დაამატებს და მხოლოდ მერე გაპატიებს! თანაც ასე ყველაზე უკეთესი, საუკეთესო მოიქცევა, უკანასკნელ ნამცეცებსაც გამოქექავს და ყველაფერს თავზე დაგამხობს! აი, ასეთი ხასიათი აქვს ყველას უკლებლივ, ამ ანგელოზებს, რომელთა გარეშეც ცხოვრება არ შეგვიძლია…”

* * *

„თუ ღმერთს მიწიდან განდევნიან, ჩვენ მას მიწის ქვეშ მივაგნებთ”.

* * *

„ყველაფერს ერთიანობაში რომ შევხედოთ, ღმერთი მეცოდება…”

* * *

„ეშმაკი ჩვენივე თავმოყვარეობაში განსხეულდა და ყველა თაობის სული დაიპყრო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სამარცხვინო თვისებაა, როცა ადამიანი თუნდაც სიხარულით სხვას თავს აბეზრებს. ეს დანამდვილებით ვიცი”.

* * *

„ყველაფერი ჩვევაა ადამიანებისათვის, სმუროვ, ყველაფერი და ყველაფერში, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისითაც კი, ჩვევა ჩვენი მთავრი მამოძრავებელია”.

* * *

„ – ცემა, ცხოვრების ჩვეულებრივ მომენტებში ახლა კანონით არის აკრძალული და ყველამ შეწყვიტა, მაგრამ ცხოვრების განსაკუთრებულ შემთხვევებში, მარტო ჩვენთან კი არა, მთელ ქვეყანაზე, თუნდაც ეს საფრანგეთის რესპუბლიკა იყოს, ცემას ისევე აგრძელებენ, როგორც ადამის და ევას დროს სცემდნენ, და არც შეწყვეტენ”.

* * *

„ჭკვიან კაცთან ლაპარაკიც საინტერესოა”.

* * *

„სიმართლე მჭირდება, სიმართლე!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>