ამონარიდები ფრიდრიჰ ჰოლდერლინის რომანიდან – „ჰიპერიონი ანუ განდეგილი საბერძნეთში”
„ – არსებობს სიყვარულის ხანა, ისევე როგორც აკვანში წოლის სვებედნიერი ხანაც არსებობს, მაგრამ თვითონ ცხოვრება გვდენის მერე ამ აკვნიდან”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სპარტელები დაუმთავრებელ ქმნილებებად დარჩნენ სამარადისოდ; ვინაიდან იმისაგან, ვინც სრულყოფილი ბავშვი არასოდეს ყოფილა, ძნელია სრულყოფილი ადამიანი დადგეს”.
* * *
„ჭკუა სულის მშვენებას მოკლებულია. იგი იმ მუყაით ქარგალსა ჰგავს, დაუმუშავებელი ხე-ტყით ნაკვეთის შემოღობვა რომა აქვს დავალებული და ერთიმეორის მიყოლებით ლურსმნავს გაჩორკნილ ძელებს, – ბაღისათვის, რომლის გაშენებასაც ოსტატი აპირებს”.
* * *
„ – ვინც უკიდურესად იტანჯება, უკიდურესობა მიეტევება”.
* * *
„მონური სამსახური გიღებს კაცს ბოლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზამთარი და გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა წმიდათაწმიდა სიტყვებია. ჩვენ კი მათ არა ვცნობთ”.
* * *
„ბოლოს და ბოლოს გონება ჩვენი ყველაფერთან ისევ გვარიგებს”.
* * *
„დიახ, ადამიანი მზეა, ყოვლისმხედველი, ყოვლისგარდამქმნელი, როდესაც უყვარს, ხოლო როს არ უყვარს, ბნელ სენაკსა ჰგავს, სად ჭრაქი ხრჩოლავს”.
* * *
„ყოველგვარი წრვთნა და და ხელოვნური ზემოქმედება ნაადრევია, თუ ადამიანის ბუნება ჯერ სათანადოდ არ მომწიფებულა”.
* * *
„ადამიანი ვერ უარჰყოფს, რომ ის ოდესღაც ბედნიერი იყო ტყის ირემივით”. – (ავტორი გენია.ჯი)