ამონარიდები კატრი ლიფსონის რომანიდან – „მენაყინე ქალი”
„როცა ადამიანი ბევრს დაკარგავს, იმის არჩევას სწავლობს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დედის ცხოვრება მხოლოდ ორ ნაწილად იყოფა: შიშის და დარდის შეგრძნებად”.
* * *
„ყველაფერი იცვლება… თვით ალპებიც კი, ოდესმე მიწასთან გასწორდება… ადამიანის სიცოცხლე ხომ საერთოდ მოკლეა…”
* * *
„რა თქმა უნდა: მუდამ მოიძებნება ვინმე წყალწაღებული და გადასარჩენი”.
* * *
„რაც უფრო ნაკლებად ესმის ხალხს შენი ხუმრობების, მით უფრო მოსაწყენია შენი მოსმენა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცხოვრება უნდა გაგრძელდეს.
- გაგრძელდება კიდეც.
- კი, ოღონდ საქმე ისაა, რომ უჩვენოდაც გაგრძელდება”.
* * *
„ყველაზე მყრალი ტიპები სწორედ ისინი არიან, ვინც ღარიბად იბადება და ფულის გემოს მოგვიანებით იგებს. ასეთების მუცელი ვერაფრით ძღება, განსხვავებით ფუფუნებაში დაბადებულებისგან, რომელთათვისაც ფულში არაფერია უჩვეულო, ვინაიდან ის მათთვის ოცნების საგანს არ წარმოადგენს”.
* * *
„მე ასეთი თეორია მაქვს: ადამიანი ორჯერ იბადება. პირველი დაბადებისას ბუნება მას ცხოვრებაში გზის გაკვლევაში ეხმარება: მეორედ დაბადებულმა ადამიანმა კი უკვე თვითონ უნდა გაიკვლიოს გზა”.
* * *
„ჩემს მოგონებებს როგორც მინდა, ისე მოვყვები. მოგონებები კი სხვა არაფერია, თუ არა გრძნობები”.
* * *
„შენი თავის პატრონი შენ ხარ!” – (ავტორი გენია.ჯი)