ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „ოლივერ ტვისტი”
„უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ურთიერთობას გარშემომყოფ ადამიანებთან, რადგან სიკვდილის ყოველი შემთხვევა ცოცხალთა მცირე ჯგუფში ტოვებს აზრს იმის თაობაზე, რამდენი შემთხვევა გაუშვეს ხელიდან და რა ცოტა გააკეთეს, რამდენი რამ დაივიწყეს და რამდენი რამ ვეღარასოდეს გამოსწორდება! უსარგებლო მონანიებაზე სასტიკი არაფერია; თუ გვსურს, საკუთარ თავს ასეთი ტანჯვა თავიდან ავაცილოთ, უმჯობესია, ამის თაობაზე იქამდე ვიფიქროთ, ვიდრე გვიანი არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანები, რომლებიც ბუნებასა და ახლობლებს უცქერენ და ამბობენ, რომ ყველაფერი პირქუში და ბნელია, სიმართლეს ამბობენ; მაგრამ ბნელი ფერები მათი ბოღმით დაბნელებული თვალებისა და გულების ანარეკლია. სინამდვილეში, ფერების სინაზის დანახვას გამჭრიახი მზერა სჭირდება”.
* * *
„ – ღმერთმა დალოცოს მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა საზრიანი თვალები. ისინი ხომ მხოლოდ საქმის ერთ მხარეს ხედავენ, კარგს ან ცუდს, სხვა მხარე საკითხს არა აქვს; და ისიც მხოლოდ ის არის, რომელიც პირველი ჩანს ხოლმე”.
* * *
„ოჰ! რა იქნებოდა, ჩვენი მოძმეების ჩაგვრისა და შევიწროებისას ერთხელ მაინც დავფიქრდეთ ადამიანური ცხოვრების საზარელი სამხილების შესახებ – სამხილების, რომლებიც მძიმე და სქელი ღრუბელივით ნელა, მაგრამ ჯიუტად ზეცისკენ მიიწევს, რათა მერე თავს დაგვატეხოს შურისძიება; რა იქნებოდა, სულ ერთ წამს მაინც წარმოგვედგინა მიცვალებულთა ყრუ, მამხილებელი ხმები, რომელთა ჩახშობა არავითარ ძალას, არავითარ სიამაყეს არ შეუძლია; რაღა დარჩებოდა მაშინ იმ შეურაცხყოფის, უსამართლობის, ტანჯვის, სიღატაკის, სისასტიკის, სიცრუისაგან, რომელთაც ყოველდღიურად ვაწყდებით?!”
* * *
„როდესაც სისხლი უდუღს, ადამიანი ყველაზე გასაოცარი საქციელის ჩამდენია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერს თავისი დრო აქვს”.
* * *
„ბოროტება მრავალ ტაძარს აფარებს ხოლმე თავს”.
* * *
„დანაშაული, ისე როგორც სიკვდილი, თავის ძალაუფლებას უმორჩილებს არა მხოლოდ მოხუცებსა და მიხრწნილებს. ზოგჯერ მისი გამომწვევნი ძალიან ახალგაზრდები და მომხიბვლელებიც არიან”.
* * *
„სავალალო, მაგრამ ძალიან ცოტა გვხვდება ისეთი სახე, რომელმაც შეინარჩუნა ბუნებრივი პირველქმნილება და თავისი სილამაზით გვახარებს! ამქვეყნიური საზრუნავი, მწუხარება, შიმშილი მათ ისევე ცვლის, როგორც გულს”.
* * *
„ქალი ერთ საიდუმლოს მუდამ ინახავს, სანამ ის არ გამოაშკარავდება”. – (ავტორი გენია.ჯი)