ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „სიბრმავე”
„ჰო, რას იზამ, ჩვენს სამყაროს ახასიათებს ამგვარი წინააღმდეგობა, როცა ერთს მუდამ ახსენებენ, მეორეს კი ივიწყებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ დაგავიწყდეს, რომ ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია”.
* * *
“ყველა ბერი როდია, ვისაც ანაფორა აცვია და არც მეფეა ყველა, ვისაც სკიპტრა უპყრია ხელთ, და ეს ჭეშმარიტება კარგად უნდა დავიხსომოთ”.
* * *
„ყოველთვის მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც უსირცხვილობის ფასად დანაყრდება”.
* * *
„მართალი გითხრათ, ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომელსაც არ ჰქონოდეს მეორე ტყავი, ეგოიზმად წოდებული, ბევრად უფრო მაგარი რომ არის პირველზე, რომელსაც ერთი რომ უჩხვლიტო, სისხლი გამოუვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა თავისი მორალური პრინციპების შესაბამისად მოქმედებს”.
* * *
„ყველაფერს თავისი დრო აქვს, და ვისაც ბედმა ღამით სიკვდილი არგუნა, მერწმუნეთ, დილამდე ვერ მიაღწევს”.
* * *
„ღირსება და ნამუსი ყველაფერზე ძვირფასია, და საკმარისია, ერთხელ დათმო თითქოს უმნიშვნელო რამ, რომ ცხოვრების აზრსაც მაშინვე დაკარგავ”.
* * *
„რომ დაინახო, სადამდე შეიძლება მივიდეს სისაძაგლე, უნდა დაელოდო, როდის დაბრმავდება ყველა და თვალისჩინთან ერთად გაქრება ყოველგვარი წესი და რიგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ უნდა ერჩოდე იმას, ვინც გაჭმევს”.