ამონარიდები შარლოტა ბრონტეს რომანიდან – „ჯეინ ეარი”

„თავს პატივი ეცი და საკურთხეველზე ნუ მიიტან მთელ შენს სიყვარულს, სულს, გულს და ენერგიას, როდესაც არ არის საჭირო, როდესაც ამას ვერ დააფასებენ და, შესაძლებელია, სიძულვილითაც კი უარყონ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამქვეყნად ბევრია უმეგობრო ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს და იზრუნოს მასზე”.

* * *

„სიყვარული, რომელიც ცალმხრივია და გაუმხელელი, თვითონ სპობს თავის მასაზრდოვებელს – სიცოცხლეს”.

* * *

„გარდა ამქვეყნიური სამყაროსი და ადამიანთა მოდგმისა, არსებობს კიდევ უხილავი, სულთა სამეფო”.

* * *

„ხალხი რომ ყოველთვის კეთილი და მორჩილი იყოს ბოროტი და უსამართლო ადამიანებისადმი, მაშინ ბოროტებას უფრო ფართო გზა მიეცემოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიცოცხლე ისედაც მოკლეა, არ უნდა ვმტრობდეთ ერთმანეთს”.

* * *

„თითოეულ ჩვენგანს ამქვეყნიური ცოდვები მძიმე ტვირთად აწევს”.

* * *

„ – მე ასე მესმის, ელენ. მე უნდა მძულდეს ადამიანები, რომლებიც, რაც უნდა გავაკეთო მათ სასიამოვნოდ, მაინც განაგრძობენ ჩემს ათვალწუნებას. უნდა შევებრძოლო მათ, ვინც ჩემს უსამართლოდ დასჯას მოინდომებს. ეს ისევე ბუნებრივია, როგორც ის, რომ უნდა მიყვარდეს ისინი, ვინც ალერსიანად და სიყვარულით მეპყრობიან, და ავიტანო სასჯელი, რომელიც დავიმსახურე”.

* * *

„ – მერედა სად არის ღმერთი? ან რა არის ღმერთი?

- ის, ვინც მე და შენ ამქვეყნად გაგვაჩინა, და რომელიც არაფერს სპობს, რაც შეუქმნია”.

* * *

„არც ერთ ქალს არ მოუტანს სიკეთეს მასზე მაღლა მდგომი ადამიანის ქათინაურები, თუ ის მართლაც არ აპირებს მის ცოლად შერთვას”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>