ამონარიდები ჯონ სტეინბეკის რომანიდან – „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”
„საქმესა და პოლიტიკაში კაცმა გზა უნდა გაიკაფოს და გაიკვლიოს, ხალხი გვერდზე მიყარ-მოყაროს, თორემ ისე სანუკვარ მწვერვალს ვერ მიაღწევს. იქ რომ ავა, სვიანიც გახდება და გულმოწყალეც, მაგრამ ჯერ ხომ უნდა ავიდეს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამი რამისა არასოდეს სჯერათ – სიმართლისა, იმისა, რაც შესაძლებელია მოხდეს, და იმისიც, რაც სავსებით ლოგიკურია”.
* * *
„არსებობენ მჭამელები და შეჭმულები. ეს სიბრძნე უსათუოდ უნდა გახსოვდეს, როცა საქმეს იწყებ”.
* * *
„სიმართლის თქმა ყველაფერზე უფრო ძნელია ხოლმე”.
* * *
„რასაც ვერ ვხსნით, არც გვინდა დავინახოთ, ხოლო ამასობაში საგანთა და მოვლენათა უდიდესი ნაწილი მიგდებული გვაქვს ბავშვებისთვის, გიჟებისთვის, სულელებისა და მისტიკოსებისათვის, რომელთაც თვით საგანი უფრო აინტერესებთ, ვიდრე მისი ახსნა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველგვარ წარმატებას გულოვნება სჭირდება”.
* * *
„რამდენს გაუცია საკუთარი თავი მანამდე, ვიდრე სხვა მოასწრებდა მის გაცემას”.
* * *
„ფულიანი კაცის რეპუტაცია თითქმის იმდენადვე ფასობს, რამდენადაც თვით ფული”.
* * *
„აგეკვიატება თავში რაღაც და მერე სინამდვილე გგონია, ხოლო როცა არ აღმოჩნდება ნამდვილი, უკვე გვიანღაა გადარწმუნება”.
* * *
„ბევრს ასე მოსდგამს – თუ მოჰკრეს ყური, ვინმეს განსაკუთრებული პატიოსნება გამოუჩენიაო, ხელად უპატიოსნო მიზეზებს დაუწყებენ ძებნას, რამაც თითქოს იმ პატიოსნებისათვის წააქეზა ის კაცი. აბა, ისე რა გამორჩენა აქვსო!” – (ავტორი გენია.ჯი)