ამონარიდები ერნესტ მილერ ჰემინგუეის რომანიდან – „მშვიდობით, იარაღო!”
„წუთისოფელი ყველას ტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება. ვისაც ვერ გატეხს, კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არც ერთი ხარ, არხეინად ბრძანდებოდე, მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირად კაცს მარტოობა მოუნდება ხოლმე, ქალსაც მოუნდება მარტოობა და თუკი ერთმანეთის სიყვარული აქვთ, ამის გამო ერთმანეთზე ეჭვიანობენ”.
* * *
„ბერიკაცის სიბრძნე ვინა თქვა! სიბრძნე როდი ემატებათ – უფრო ფრთხილი ხდებიან”.
* * *
„ – სიცოცხლეს თუ აფასებთ?
- ვაფასებ.
- მეც. იმიტომ, რომ ესღა შემრჩა…”
* * *
„ – ვინც იმარჯვებს, ბრძოლა როდის შეუწყვეტია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა არაფერს კარგავ, ცხოვრება არცთუ ისე ძნელი მოსაწყობია”.
* * *
„როცა ვხედავ, როგორ იცვლება ხალხი, ვფიქრობ, დიდხანს ვეღარ გასტანს”.
* * *
„რა პატარა ჩანს ახლა ის დაბრკოლებანი, რაც ადრე გადაულახავი გვეგონა”.
* * *
„ვიცი, რომ ღამე სხვაა და დღე სხვა: ყველაფერი გადასხვაფერებული გეჩვენება, ღამით მომხდარს დღისით ვერ ახსნი, რადგან დღისით ამისთანა რამე არ არსებობს. თუკი კაცს მარტოობის გრძნობა დაეუფლა, მისთვის ყველაზე საშინელი სწორედ რომ ღამე იქნება”.
* * *
„როცა გიყვარს, გინდა მისთვის რამე გააკეთო, შეეწირო მას, ემსახურო”. – (ავტორი გენია.ჯი)