ამონარიდები ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – „ემიგრანტები”
„სამყაროს, სადაც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, სანახაობები ყელში ამოუვიდა…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვის სჭირდება თქვენი სინდისი? თქვენსავე თავს… ასეა, ასე…”
* * *
„თანამდეროვე ადამიანი ნაღდი ადამიანია… ფული მაგიდაზე – და მორჩა…”
* * *
„არის მოგონებანი, ფიზიკურ წერტილებად ქცეულნი ტვინში”.
* * *
„ყველაფერი მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი, რომელიც გიყვარს, მთელ სამყაროზე დიდია…”
* * *
„ცუდია, კაცს რომ ფანტაზიის უნარი არა აქვს…”
* * *
„ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ სისულელეა ბრიყვებზე განაწყენება”.
* * *
„სამშობლოს ხსნის საქმე სინდისის საქმეა”.
* * *
„მე წიგნს დავწერ, რაც მართალი მართალია… ცინიკურს, საზიზღარს, წარმოუდგენელს, სამზეოზე გამოვიტან ადამიანთა მთელ სისაძაგლეს, რომ ყოველი სტრიქონი ტვინის სიფილისით აივსოს… ეს იქნება წარმატება!.. თანამედროვე კაცის აღსარება, გახრწნილი სულის დღიური, თქვენი სამაგიდო წიგნი, ბატონებო, ქალბატონებო!” – (ავტორი გენია.ჯი)