ამონარიდები იორამ ჩადუნელის რომანიდან – „მსჯავრი”

„ხანდახან, შვილო, ალალსა და მართალს მეტი მოხვდება, ვიდრე…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ჩვენ ყველას ადამიანური ცხოვრება გვინდა”.

* * *

„ერთი შეცდომა ყველას მოუვა”.

* * *

„ – ადამიანი. განა ყველა ღირსია ამ სიტყვის”.

* * *

„კაცს მეგობრობას ეფიცებოდე და თვალმიფარებული მის ცოლს კოცნიდე. ფუ… რა კაცობაა…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის მოპოვებული”.

* * *

„რანაირი გაჭირვებაც არ უნდა ჰქონდეთ, თუ იმედი აქვთ, ადამიანები ყველაფერს აიტანენ. აიტანეს კიდეც”.

* * *

„არ ვარგა, კაცზე მსჯელობდე და მას კი არაფერი ათქმევინო”.

* * *

„ – თუ გინდა ბედნიერება, არასოდეს იფიქრო უბედურებაზე: იყავ ცხოვრების კმაყოფილი, თუნდაც მცირედი გაჩუქოს”.

* * *

„ხალხი უკვდავია, იმ მაგარ მუხას ჰგავს, რომელსაც შემოდგომით ფოთლები ცვივა, მაგრამ აინურშიაც არ აგდებს ამ ამბავს, რადგან დადგება გაზაფხული და ისევ მწვანედ შეიმოსება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება