ამონარიდები იორამ ჩადუნელის რომანიდან – „დაკარგული იმედი”

„ცხოვრებასთან შეჭიდებულ ადამიანს დიდი ძალა, ენერგია და ნებისყოფა უნდა ჰქონდეს. ცხოვრება დაუნდობელია. თუ ოდნავ შეშინდები და ყოყმანს დაიწყებ, გაგსრისავს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გაჭირვება ყველაზე უფრო აახლოებს ადამიანებს”.

* * *

„ – ოჰ, რა ხართ ეს კაცები, სიყვარული არ შეგიძლიათ, მაგრამ გულის გრძნობების მაგივრად ტკბილი ენა მოუცია თქვენთვის ღმერთს”.

* * *

„სილამაზე ტყვიაზე ძლიერია და მახვილზე მჭრელი”.

* * *

„სილამაზე იყოს, თორემ თაყვანისმცემლები არ დაილევა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანისთვის სიკვდილი თანდაყოლილი ამბავია”.

* * *

„ერთი თბილი სიტყვა შეიძლება სამარის კარამდის დაამახსოვრდეს კაცს”.

* * *

„სილამაზე ყველაფრის შემძლეა”.

* * *

„ვის როგორ შეუძლია, ისე იცხოვროს”.

* * *

„ოჯახი ადამიანს ჰკვებავს და რაც უფრო ჯანსაღია ოჯახი, მით უფრო ჯანსაღია ადამიანიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება