ამონარიდები ჯეკ ლონდონის რომანიდან – „მარტინ იდენი”
„სიყვარულია ის, რომლის ძალითაც ქალი და მამაკაცი, ქვეყნის დასაბამიდან, ერთმანეთისაკენ მიისწრაფვიან, რომელიც მეტოქეობით აგღნებულ ირმებს გაზაფხულობით სასიკვდილოდ შეაჭიდებს ხოლმე ურთიერთს, და თვით ბუნების ელემენტებსაც კი ერთმანეთის შესარწყმელად აშლის და აღძრავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არა სჭირდება, იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო”.
* * *
„ცხოვრება იმგვარად არის მოწყობილი, ბედნიერებას უფულოდ ვერ ეწევი… არა, დიდ სიმდიდრეს კი არ ვამბობ, მაგრამ იმდენი ხომ უნდა გქონდეს, რომ ადამიანურად იცხოვრო”.
* * *
„მარტო ყლაპვა ხომ არ არის ცხოვრება, ან თავაუღებელი მუშაობა და ჩხუბი”.
* * *
„სააქაოა ყველაფერი, სააქაო და აწმყო – დანარჩენი მარადიული წყვდიადია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სიტყვები იმდენი არაფერი. მთავარია, როგორ ალაგებთ და გამოთქვამთ ამ სიტყვებს”.
* * *
„სიკვდილიც ისევე შვენის ბუნებას, როგორც სიცოცხლე”.
* * *
„ქვეყნად არავის არა აქვს ღარიბ ხალხზე მოწყალე გული”.
* * *
„სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფისაგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდღა ნაწილია მისი – მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების გამოუცნობ, მიუწვდომელ ქსოვილისა”.
* * *
„სიყვარული გონებაზე მაღლა დგას”. – (ავტორი გენია.ჯი)