ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „საბრალონი”

„ნუთუ კაცმა მოვალეობას უნდა უღალატოს, როდესაც საშიში მოელის რამე? თუ საშიში აქვს, ფრთხილად იყოს, აიცილოს როგორმე განსაცდელი და სხვას კი ნურავის გასწირავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბუნებაში არაფერია წვრილმანი და უმნიშვნელო. ეს ჭეშმარიტებაა ყველასთვის”.

* * *

„თავისი სილამაზე უნდა სწამდეს ქალს, რომ მასში გაიშალოს სული დედაკაცისა”.

* * *

„ერთად რომ შეიყრებიან ბიწიერება, ავკაცობა და ვერაგობა, მაშინ თავის ნაყოფსაც გამოიღებენ”.

* * *

„მერწმუნე, პატიოსნება უფრო ადვილია, ვიდრე ავკაცობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არა დაუნახავს რა ჭეშმარიტი და არც რამე იცის მან, ვისაც არ უნახავს ორმაგი შუქით განათებული წუთისოფელი და ადამიანის გული”.

* * *

„ფიქრი შრომა არის გონებისა და ოცნება – მისი განცხრომა. ფიქრი რომ ოცნებით შეცვალოს ადამიანმა, ეს იქნება საჭმელში საწამლავის შერევა”.

* * *

„თავისუფლება მოქალაქისა იქ თავდება, სადაც იწყება თავისუფლება მეორე მოქალაქისა”.

* * *

„გზის შემსუბუქება არის ღვთის მთელი პოლიტიკა”.

* * *

„არც დესპოტიზმი გვინდა, არც ტერორიზმი. დავადგეთ ბუნებრივ გზას პროგრესისაკენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>