ამონარიდები მაქსიმ გორკის რომანიდან – „დედა”
„თუ პატიოსან ადამიანებს გზაზე იუდა უდგას და უცდის, დრო უნდა იხელთოს, რომ გაყიდოს ისინი, თვით მე ვიქნები იუდა, თუ არ მოვსპე ის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ მინდა ისეთი სიყვარული და მეგობრობა, რომელიც ფეხებში გებლანდება, გაბრკოლებს…”
* * *
„ – როცა წინ მიდიხარ, ზოგჯერ იძულებული ხდები შენი საკუთარი თავის წინააღმდეგაც წახვიდე!”
* * *
„ – ყველას მტკიცედ უნდა უთხრა ჰოც და არაც!”
* * *
„ – ცუდი საქმე არავის არ უნდა ვაპატიო, თუგინდ ჩემთვის სრულიად უვნებელიც იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე მეტად ის ხალხი ხუმრობს, ვისაც გული უკვნესის…”
* * *
„ – ყველაფერი ფული ღირს!”
* * *
„ადამიანები თოფებად, კეტებად, ქვებად გადააქციეს და ამბობენ: „ეს სახელმწიფოაო!”
* * *
„საიდუმლო საქმეში სინდისი არ არსებობს”.
* * *
„ცხოვრება სასტიკი თვალებით გვიყურებს”. – (ავტორი გენია.ჯი)