ამონარიდები მაქსიმ გორკის რომანიდან – „არტამონოვების საქმე”
„ – ჰმ, სადღაა ახლა ადამიანი?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეუძლებელია, რომ მამამ შვილზე ნაკლები იცოდეს”.
* * *
„ყველას თავისებურად სწამს”.
* * *
„ყველა ადამიანი ერთსა და იმავეს ელტვის, სრულ სიმშვიდეს”.
* * *
„ადამიანები ხვალინდელი დღით კი არ ცხოვრობენ, არამედ გუშინდელით, ყველანი ასე ცხოვრობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შენ ნუ უყურებ, ვინ როგორია, კარგია თუ ცუდი, გუშინ თუ კარგი იყო, დღეს შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს. ოო, მე ბევრი რამ ვნახე! ზოგჯერ მითქვამს: აი, ეს კარგია-მეთქი! მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი. აი, მე აქ, ის კიდევ – იქ, და უცებ, ის აღარ არის, თითქო ქარმა გადახვეტაო, მე კი – ვარ!”
* * *
„ყველა ქალი წყალწაღებულივითაა, ხავს ეჭიდება. ამ დროს უნდა დაიჭირო”.
* * *
„განა შეიძლება ახლა ვინმეს ენდო, როცა ყველაფერს ღალატობენ?”
* * *
„ – ტყუიან! სისულელის გამო ჩმახავენ: თუ ბედნიერი ხარ, ესე იგი ცოდვილიც უნდა იყოო, ასე ფიქრობენ!”
* * *
„საქმე უნდა აკეთო, მეტი არაფერი. ადამიანები საქმით ცოცხლობენ. ჰო”. – (ავტორი გენია.ჯი)