ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „შაგრენის ტყავი”
„ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რარიგ უსაზღვროც უნდა იყოს იგი, არ გვაძლევს მისი გამოყენების ცოდნას. სკიპტრა სათამაშოა ბალღისათვის, ნაჯახია რიშელიეს ხელში, ხოლო ნაპოლეონისათვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რაც უნდა იყოს, ძილი მაინც სიცოცხლეა!”
* * *
„ადამიანს ყველაზე უფრო სიბრალულის გრძნობის ატანა უჭირს, განსაკუთრებით, როცა ის საფუძვლიანია”.
* * *
„ – ჰო, არსებობს უფსკრულები, რომელთა გადალახვა სიყვარულს არ შეუძლია, იგი იქ უნდა დაიმარხოს”.
* * *
„მუშაობის დროს გენიოსი ყოველივეს ივიწყებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მილიონერებისათვის არ არსებობს არც ეშაფოტი, არც ჯალათი”.
* * *
„მე შიშის ძრწოლას განვიცდი ფულის წინაშე”.
* * *
„საკმარისია, ახალგაზრდა ვაჟს ისეთი ქალი შეხვდეს, რომელსაც იგი არ უყვარს, ან ისეთი, რომელსაც იგი მეტისმეტად უყვარს, და მთელი მისი ცხოვრება კალაპოტიდან ამოვარდება”.
* * *
„ბედნიერება ჩვენს ძალებს ნთქავს, უბედურება ჩვენს სათნოებას ანადგურებს”.
* * *
„მე ყველგან ადამიანთა ჰო და არა მდევნიდა!” – (ავტორი გენია.ჯი)