ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „სიბრმავე”
„სინდისის ცნება, ამდენი უგუნური რომ არ იმჩნევს და უფრო მეტი კი საერთოდ უარყოფს, მაინც არსებობს და მუდამ არსებობდა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აი, რა ნივთიერებებისაგან შევდგებით ადამიანები, ნახევრად გულგრილობისა და ნახევრად ღვარძლისაგან”.
* * *
„სიკვდილის წინაშე გგონია, რომ ძველი წყენა თავის შხამიან ძალას დაკარგავს, თუმცა, ამბობენ, ძველი სიძულვილი არ ნელდებაო, და ამის უამრავი მაგალითი არსებობს წიგნებშიც და ცხოვრებაშიც”.
* * *
„უამრავი გზა არსებობს, რომ პირუტყვად იქცე”.
* * *
„ანდაზა გვასწავლის, ვინც ანაწილებს და საუკეთესო წილს თავისთვის არ იტოვებს, ან სულელია, ან განაწილება არ შეუძლიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოფიან ძაღლს სიკვდილის მეტი არაფერი უშველის”.
* * *
„თუ ადამიანებივით ვერ ვცხოვრობთ, ცხოველებს მაინც ნუ დავემსგავსებით”.
* * *
„ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ მიზნის მისაღწევად სიმართლე ზოგჯერ ტყუილის სახით ვრცელდება”.
* * *
„თვალები სხეულის ერთადერთი ნაწილია, სადაც, შესაძლოა, ჯერ კიდევ მოჩანს სული”.
* * *
„ქვეყნად არც არაფერია ისეთი, რაც აბსოლუტურად მხოლოდ შენი საკუთრებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)