ამონარიდები რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობიდან – „ხელოვნებით შეპყრობილი”
„შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს წიგნების დაწვა და განათლებულ ადამიანთა სიკვდილით დასჯა წარსულ საუკუნეებს ჩაბარდა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ალბათ სიმართლეს ამბობენ, განგება ყველა სიკეთით არ დააჯილდოვებს ადამიანსო”.
* * *
„ამ მიწისპირზე მცხოვრებ ადამიანთა უბედურების სათავე ის არის, რომ სამყაროს არასრულფასოვნება ტანჯავთ და მაინც, მისი ზემოქმედებით წამოისვრიან ხოლმე ავ სიტყვას, ან საძრახის საქციელს ჩაიდენენ”.
* * *
„წინ თუ არ წახვალ, აუცილებლად დაეცემი. ყველაზე მთავარია სცადო, ერთი ნაბიჯით მაინც წაიწიო წინ”.
* * *
„ბუნება და ადამიანი… რაოდენ დაშორებულია ერთურთისაგან ეს ორი მცნება და რაოდენ შეუწონასწორებელი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ტყუილად კი არ ამბობდნენ ძველები: „გვეშინის იმათი, ვინც მოვალს”.
* * *
„ – ჭეშმარიტება, აი, ეს არის მთავარი”.
* * *
„ჩვენ წარსულსა და მომავალს შუა ვართ გამომწყვდეულები, ხელის განძრევაც არ ძალგვიძს და მხოლოდ მაშინ წავდგამთ ნაბიჯს წინ, თუ ზურგში ვინმე გვიბიძგებს”.
* * *
„ – ახალგაზრდებს უფრო შეჰფერით იმაზე ფიქრი, როგორ იცხოვრონ”.
* * *
„ – მე კი არა, ცხოვრებაა ნაღვლიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)