ამონარიდები ინაიათ-თულ-ლაჰ ქანბუს წიგნიდან – „ბეჰარ-დანეშ”
„პატივმოყვარეობა – ყველაზე უსარგებლო საქონელია ამ ქვეყნად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს ქვეყანა ცვალებადია და საწუთრო თვალთმაქცობას არ მოიშლის არც ერთი წამით”.
* * *
„საშინელებაა, თან სიკვდილი და თან წუთისოფლის ფურცლებზე ცუდი სახელის დატოვება სამარადისოდ!”
* * *
„ამ ლურჯი გუმბათის ქვეშ ბევრია ქალი, რომელთა პატიოსნება დედამიწის ქანებზე უფრო მტკიცეა”.
* * *
„ცხოვრება წყალივით სწრაფად მიედინება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყნად ბევრია ისეთი რამ, რაც ერთი შეხედვით შემზარავი მოგეჩვენება, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდები, მიხვდები, რომ სწორედ ის არის სანუკვარი და საოცნებო”.
* * *
„თუ სიყვარულის დიდმა ხელმწიფემ ვისმეს გულში ტახტი დაიდგა, ალამი ცამდე ააფრიალა და მთელი ძალით ჩაჰბერა საყვირს, გონებას – დარაჯს, სხვა რაღა რჩება გარდა იმისა, რომ დამსჯელი სილა იგემოს და უკუიქცეს”.
* * *
„ბედისწერას მამაციც ვერ გაუმკლავდება”.
* * *
„საწუთროს ჩარხი ყოველ ახალ მობრუნებაზე ახალ თამაშს მოიგონებს ხოლმე”.
* * *
„უწყოდეთ, რომ სიყვარული და გონიერება ერთმანეთს არ ეგუება”. – (ავტორი გენია.ჯი)