ამონარიდები სიმონ დე ბოვუარის მოთხრობიდან – „ძალიან მშვიდი სიკვდილი”
„როცა სიცოცხლე გეძვირფასება, მაშინ უკვდავება, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი – ზეციური თუ მიწიერი, სიკვდილთან ვერ შეგარიგებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარი თავის პატივისმცემელი ექიმი ორ შემთხვევაში არ წავა დათმობაზე, – როცა საქმე ნარკოტიკებს და მუცლის მოშლას ეხება”.
* * *
„ზოგჯერ რას არ იტყვის ადამიანი”.
* * *
„ჰო, მშობლები ვერ უგებენ თავიანთ შვილებს, მაგრამ შვილებიც იმითვე უხდიან…”
* * *
„რატომ ვანიჭებთ ხოლმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას უკანასკნელ სურვილს, თუკი სიცოცხლესთან ერთად მეხსიერებაც ქრება?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მალე რომ გამოჯანმრთელდეთ, საჭიროა კარგად იყოთ უფალ ღმერთთან”.
* * *
„მართლაცდა, თუ ავადმყოფი ექიმებს ჩაუვარდა ხელში – ერთი სცადეთ და გამოჰგლიჯეთ იგი მათ ხელიდან!”
* * *
„ძნელია სიკვდილი იმისთვის, ვისაც ძალუმად უყვარს სიცოცხლე”.
* * *
„ვერაფერი წარხოცავს ჩვენს ხსოვნაში ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს”.
* * *
„სინამდვილეს თვალი უნდა გაუსწორო ადამიანმა”. – (ავტორი გენია.ჯი)