ამონარიდები როსტომ ბეჟანიშვილის რომანიდან – „ჩვენი უკანასკნელი თამაში”
„ოთახში დედა შემოვიდა. ზედ არ მიყურებს. გამოცდილებით ვიცი, ეს უკვე გაბრაზების ნიშანია. ყურადღება რომ არ მივაქციო, „გულცივსა” და „დაუნდობელს” მიწოდებს. რომ გავეძრახო, კვლავ გაიმართება დიალოგი დედა-შვილობაზე, კაცთმოყვარეობაზე, მოვალეობაზე და საერთოდ, ისეთ რამეებზე, რაც ჩვენ არ გვეხება და განყენებული მორალის საგანია. მერე ეს პათეტიკური სცენა დასრულდება ქვითინით – რომ ყველა შვილი ულმობელია მშობლების მიმართ, რომ მე დაუსრულებლად მადლობელი უნდა ვიყო, რომ ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი, ორი თვალი და ერთი ცხვირი და არც ერთი ხსენებული ნაწილი ჩემი სხეულისა არ გამხდარა უბედური შემთხვევის მსხვერპლი. მე განა ამას დავაფასებ? ახლაც კი, როცა თავად მშობელი ვარ და ვგრძნობ პირველ გულისტკივილს შვილისაგან, ვერ გამიგია, როგორ უნდა მოვექცე დედას!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა მალე დაიჭერ კაცს ტყუილში!”
* * *
„ხომ იცი, ყოფიერება ჰქმნის ცნობიერებას”.
* * *
„ჩვენი მჩქეფარე საუკუნე ხშირად არ გვანებივრებს ერთად ყოფნით…”
* * *
„ასეა, კაცები მიაღწევენ საწადელს და მერე ცოლი მხოლოდ „კუხარკად” უნდათ”.
* * *
„არასასიამოვნო ამბები ბევრი შეგხვდება ცხოვრებაში და ყველაფერზე რომ ვიდარდოთ, სად წავა ჩვენი საქმე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სიყვარულში ყველა ეგოსიტები ვართ”.
* * *
„ახლა ტრისტანისა და იზოლდას დრო არ არის! ახლა ბრძოლის საუკუნეა და ჩვენც, როგორც ამ დროის შვილები, უნდა შევეგუოთ ამას”.