ამონარიდები თენგიზ ბუაჩიძის რომანიდან – „გზა ბავშვობისაკენ”
„საერთოდაც – სიტყვას მცირე ფასი აქვს. ერთად თავმოყრილი ბევრი ერთნაირი სიტყვა კი მთლად უფასურდება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერი არ არის იმგვარად მუდმივი და იმგვარადვე მოჩვენებითი, როგორც ბავშვობისდროინდელი სიყვარული”.
* * *
„თუ ადამიანი მართლაც ევოლუციის ნაყოფია, ხსოვნას მისი წინაპრის გაადამიანების საქმეში ერთი უპირველესი ადგილთაგანი ენიჭება”.
* * *
„მოვლენები და საგნები უნდა შეიცნო, როგორც თავისთავად არის. შენეული შეცნობით, შენეული აღქმით არ უნდა შეუცვალო ბუნება, თორემ ხელთ შეგრჩება მოჩვენებითი ამბები, ილუზია”.
* * *
„მოზომილი სიყვარული თამაშია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დროის უკმარისობა მაშინ იგრძნობ, თუ მანამდე ისე გიცხოვრია, არც კი ამჩნევდი დროს და საათს”.
* * *
„სულ მცირე უნდა ადამიანს, სულ ცოტა, რომ მძიმე წუთს, კრიტიკულ ჟამს შეეშველო, გზას არ ააცდინო, წინ გაახედო”.
* * *
„ფიზიკურად დასახიჩრებულ კაცს სული არ უნდა დაუსახიჩრდეს, თორემ უბედურება არ ასცდება”.
* * *
„ყველას რაღაც თავისებური გააჩნია, ყველას აქვს საინტერესო”.
* * *
„წინასწარ რომ ყველაფერი ვიცოდეთ, განა სიცოცხლე ეღირება?” – (ავტორი გენია.ჯი)